Belive

იმაზე მალე ვიდრე ელოდნენ - ჰაკიმიმ ტრავმა მოიშუშა და მაროკოს ნაკრებს დაეხმარება

8 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, სადაც პსჟ მიუნხენის ბაიერნს უპირისპირდებოდა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და მარჯვენა მცველმა - აჩრაფ ჰაკიმიმ, უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნიდან ლუის დიესა გააძევეს.

თავდაპირველად ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ჰაკიმის ტრავმის გამოსასწორებლად სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო, თუმცა ყველაფერი კარგად წავიდა და 27 წლის მცველს ქირურგიული ჩარევა აღარ დასჭირდა, მეტიც, მან დაახლოებით თვენახევარი გამოტოვა და აფრიკის თასისთვის მაროკოს ნაკრებთან ერთად ემზადება.

ამის შესახებ ინფორმაცია პსჟ-მაც დაადასტურა და აღნიშნეს, რომ ჰაკიმის რეაბილიტაციის პროცესმა ბრწყინვალედ ჩაიარა და ფეხბურთელი მზად არის, რომ საკუთარი ქვეყნის ღირსება აფრიკის თასზე დაიცვას.

ასეც მოხდა და მაროკოს გულშემატკივრებმა პირდაპირი გაგებით ამოისუნთქეს, რადგან ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში გავრცელებული ინფორმაციით მტკიცდებოდა, რომ ჰაკიმის აფრიკის თასზე თამაში ძალიან საეჭვო იყო.

ამ ტრავმის გამო 27 წლის მაროკოელმა მცველმა პსჟ-ს 7 მატჩი გამოტოვა, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი გუნდს აფრიკის თასზე დაეხმარება, რომელსაც სწორედ მაროკო მასპინძლობს და ამ შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მაროკოს ნაკრები აფრიკის თასზე: კომოროსს, მალისა და ზამბიას დაუპირისპირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 27 წლის მაროკოელ ფეხბურთელს ნაკრებში დიდებული კარიერა აქვს - მას უკვე 88 თამაში აქვს ნათამაშები, სადაც 11 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, იგი ზედიზედ 2-ჯერ, 2021 და 2022 წლებში მაროკოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები