Belive

მილანთან მარცხის შემდეგ ნაპოლიმ რეკორდის გამეორების შანსი დაკარგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, “მილანთან” “ნაპოლის” მარცხის (0:4) შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა ტურინის "იუვენტუსის" დამყარებული რეკორდის გაუმჯობესების შანსი დაკარგა.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ "ნაპოლის", რომელიც იტალიის სერია A-ს უახლოეს კონკურენტ "ლაციოსთან" 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და სკუდეტოს ისტორიაში მესამედ მოგებასთან ძალიან ახლოსაა, "ბიანკონერის" მიერ დამყარებული ქულათა მაქსიმალური რაოდენობის გაუმჯობესების თეორიული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

კონკრეტულად, 2013/14 წლების სეზონში "ზებრებმა" ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ჩემპიონობის დაუფლება 102 ქულის დაგროვებით მოახერხეს. ამაზე მაღალი შედეგი ერთ კონკრეტულ გათამაშებაში არცერთ სხვა კლუბს არ დაუფიქსირებია. 

"ნაპოლის" მონაგარი ამჟამად 71 ქულაა, წინ კი 10 ტურია დარჩენილი. იმ შემთხვევაში, თუ ლუჩიანო სპალეტის მიერ გაწვრთნილი გუნდი ყველა მატჩის მოგებას მოახერხებს, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 101 იქნება, ეს კი რეკორდის გასამეორებლად და გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრების 22 წლის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი “ლეჩეს” წინააღმდეგ, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები