Belive

მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იტალიურ გრანდს სტეფანო პიოლი გაწვრთნის. 53 წლის სპეციალისტმა, რომელიც წარსულში „პარმას“, “პალერმოს“, „ლაციოს“, „ინტერს“, „ბოლონიას“ და ბოლოს „ფიორენტინას“ თავკაცობდა, „როსონერისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, წარუმატებელი მუშაობის გამო, „სან სიროს“ ბინადრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზაფხულში დანიშნული მარკო ჯამპაოლო გაუშვეს. სერია A-ში, „შავ-წითლებს“ 9 ქულა აქვთ და მე-13 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები