Belive

გასართობი უბანი, სასტუმროები და მუზეუმები - მილანის ახალი სტადიონის პროექტი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ახალი სტადიონის პროექტის შესახებ სხვადასხვა დეტალი გახდა ცნობილი, დოკუმენტი სან დონატოს მუნიციპალიტეტს (მილანიდან სამხრეთით, 10 კმ-ში) გადაეცა. La Repubblica via Calcio e Finanza-ში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ შეადგინეს როსონერიმ და კომპანია SportLifeCity-მ 300-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც განიხილავენ სტადიონის და მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების საკითხს, მათი აზრით, ეს პროექტი გაზრდის სან დონატოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.

გეგმით გათვალისწინებულია გასართობი უბნის შექმნა უდიდესი საჯარო სივრცით, ტერიტორიაზე თავს მოიყრის მილანის სათაო ოფისი, კლუბის მუზეუმი, მეგამაღაზია და სასტუმრო, დაახლოებით 200 ნომრით. უბანში გაიხსნება რესტორნებიც.

მილანმა და SportLifeCity-ის ერთობლივ დოკუმენტში საუბარია სატრანსპორტო გეგმებზეც, როგორც ჩანს, მილანის ახალ სტადიონთან ქვეითებისა და ველოსიპედებისთვის ბილიკები მოეწყობა, ავტომობილებისთვის კი 2 დიდი ავტოსადგომის მშენებლობაა გათვალისწინებული. რაც შეეხება თავად სტადიონს - ის 70 000 ადამიანს დაიტევს.

სხვა სტატიები