Belive

ბენასერი: ,,მილანის რამდენი ფეხბურთელი ითამაშებდა სიტისა და რეალის გუშინდელ მატჩში? თითქმის ყველა''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' ნახევარმცველს, ისმაელ ბენასერს, ჰკითხეს, მისი გუნდის რამდენი ფეხბურთელი ითამაშებდა ,,რეალსა'' და ,,სიტის'' შორის გამართულ გუშინდელ მატჩში:

,,ჩემთვის ასეთი თითქმის მთელი გუნდია, რადგან ჩვენ ძლიერები ვართ! სიტიც და რეალიც უმაღლესი დონის კლუბები არიან, მაგრამ მხოლოდ ერთ ან ორ მოთამაშეს ვერ ავარჩევ.

ბენასერიც? ან ყველა ან არცერთი...'' - ისმაელ ბენასერი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აპრილს, მანჩესტერში გაიმართება.

სხვა სტატიები