მილანის მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკა დაინიშნა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა გახდა. ინფორმაციას ,,როსონერის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა იტალიურ გუნდთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ფონსეკა 2022-2024 წლებში ,,ლილში'' მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ,,ლილმა'' საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ სეზონში 59 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.
51 წლის სპეციალისტს კარიერის განმავლობაში პორტუგალიის თასი, სუპერთასი, უკრაინის პრემიერლიგა (3-ჯერ), თასი (3-ჯერ) და სუპერთასი აქვს მოგებული.