მილანი სტეფანო პიოლის სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს
"მილანის" მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს, როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტი თავის სოციალურ გვერდზე წერს "მილანი" უკვე ეძებს ახალ მწვრთნელს.
🔴⚫️ Stefano Pioli will be sacked by AC Milan board at the end of the season despite public statements after the Derby.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 23, 2024
AC Milan are already looking for new manager. pic.twitter.com/lwHODAA2lk
პიოლის გუშინ გამართული მილანური დერბის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს - არის თუ არა ეს დასასრული და დატოვებდა თუ არა ის გუნდს სეზონის ბოლოს?
Მე არ ვიცი. მედიის ცნობით, ინძაგის გათავისუფლების საკითხიც იყო 14 თვის წინ, მაგრამ ამის შემდეგ რას მიაღწია თქვენ კარგად ნახეთ. აქ ბედნიერი ვარ, კარგად ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ გუნდს გაუმჯობესების ყველა წინაპირობა აქვს.
სეზონის ბოლოს ვნახავთ ცხრილს რომელი პოზიციით დავასრულებთ და კონკრეტულ საკითხს შემდგომში განვიხილავთ. - სტეფანო პიოლი
როგორც ჩანს, სტეფანო პიოლის გათავისუფლების საკითხი მილანურმა გუნდმა დააჩქარა და გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ ის შემდეგი სეზონიდან "როსონერის" აღარ გაწვრთნის.
შეგახსენებთ, იტალიელი მწვრთნელი "მილანს" 2019 წლიდან წვრთნის და მან 2021/22 წლების სეზონში თავის გუნდთან ერთად იტალიის სერია A-ს ჩემპიონობაც იზეიმა.