"დღეს ინტერი ყველაზე სრულყოფილი გუნდია" - ლუიშ ფიგუ
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ სერია A-ს წლევანდელი სეზონი მიმოიხილა და თითოეული გუნდის საჩემპიონო შანსებზეც ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის გამარჯვებულად მილანის "ინტერი" დაასახელა და როგორც თავად აცხადებს სიმონე ინძაგის გუნდი როგორც წინა წლებში, ახლაც ძალიან ძლიერია და ეს ნათლადაც ჩანს.
იტალიურ ფეხბურთს ყოველთვის დიდი სიყვარულით და ინტერესით ვადევნებ თვალს. სერია A შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩემი "ინტერი" ყოველთვის ძალიან ძლიერია და ეს მე ძალიან მახარებს. "ნერაძური" ყოველთვის ჩემს გულშია.
არამგონია, რომ ეს სეზონი ბოლო წლებისგან განსხვავებით სხვაგვარად წარიმართოს, მით უმეტეს, რომ გუნდების სიძლიერე, დიდად არ შეცვლილა. "ინტერის" სიძლიერე ყველასთვის ნათელია, ეს არის გუნდი, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონატში დომინირებს.
წლევანდელი სეზონი "ნაპოლიმაც" შესანიშნავად დაიწყო. ჩვენ ასევე ვნახავთ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ "მილანსა" და "იუვენტუსს".
დღესაც "ინტერი" ყველაზე სრულყოფილი გუნდია. იმედი მაქვს, ისინი კვლავ მოიგებენ ტიტულს. - ლუიშ ფიგუ - ვეტერანი ფეხბურთელი
Figo: "Inter da battere, è nel mio cuore e resta la più forte. Ma il Napoli... " https://t.co/PaT7grj0OK
— La Gazzetta dello Sport (@Gazzetta_it) October 30, 2024