მაიკ მენიოს გმირობა იუვენტუსთან - ფრანგი მეკარე MVP გახდა
იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, იუვენტუსმა მილანი მიიღო და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დიდწილად ეს შედეგი მილანის ფრანგი მეკარის, მაიკ მენიოს დამსახურებაა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, მენიომ ფედერიკო გატის ურთულესი ბურთი აუღო - 2 მეტრიდან. გარდა ამისა, მილანის მეკარეს კიდევ 2 მნიშვნელოვანი მოგერიება ჰქონდა. მისი შეფასება 7.3-დან 7.8-დე იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში, მილანელთა მხრიდან, კრისტიან პულიშიჩმა პენალტი გააფუჭა. დაკარგული ქულების გამო, მილანი პირველი ადგილიდან მესამემდე დაქვეითდა (ნაპოლისა და რომას 2 ქულით ჩამორჩება). როსონერი შემდეგ ტურში ფიორენტინას უმასპინძლებს.
Mike Maignan è il Panini Player Of The Match di #JuveMilan! pic.twitter.com/pMrGqW3Ax2
— Lega Serie A (@SerieA) October 5, 2025