მილანი ნიკოლო ტრესოლდის იანვარში დამატებას გეგმავს
„მილანი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ნიკოლო ტრესოლდის დამატებას გეგმავს. ჯერი კარდინალეს პოზიცია ნათელია: კლუბს შემადგენლობის გაძლიერება სურს, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს და ევროპა ლიგასა თუ იტალიის თასზე მაქსიმალური შედეგი აჩვენოს. „ბრიუგეს“ 21 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 14 გოლი გაიტანა, რის გამოც მისი ფასი მინიმუმ 50 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ტრესოლდისთვის ბრძოლაში „არსენალი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რომა“ არიან ჩართულნი. თანაც, ბელგიური კლუბი, როგორც წესი, ტალანტებს იაფად არასდროს უშვებს, ეს „მილანმა“ დე კეტელარესა და იაშარის ტრანსფერებზე საკუთარ თავზეც გამოსცადა. გარდა ამისა, „ბრიუგე“ ძირითადი ფეხბურთელების ზამთარში გაყიდვას ძირითადად ერიდება.
🚨🇮🇹 AC Milan are interested in signing Nicolo Tresoldi from Club Brugge in January and are willing to invest €50M to sign him even if it hurts their finances.
— Calcio FC | 𝑒𝑛. (@CalcioFCEN) November 11, 2026
— @Gazzetta_it pic.twitter.com/7arokppJXZ
მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელს „მილანში“ თამაშის დიდი სურვილი აქვს, კლუბზე ზეწოლას არ აპირებს. ტრესოლდი ბელგიელების მიმართ მადლიერია და მისი მიზანია, რომ გუნდიდან წასვლა „ბრიუგესთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდეს.
ერთ-ერთ რეალურ გამოსავლად შესაძლოა იანვარში ტრანსფერის გაფორმება და ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით „ბრიუგეში“ დატოვება იქცეს. 150 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის შემდეგ, „მილანისთვის“ კიდევ ერთი სოლიდური ნაბიჯი გამორიცხული არ არის და კლუბი ახალგაზრდა თავდამსხმელის დასამატებლად ბრძოლას ბოლომდე განაგრძობს.