Belive

გერმანია თუ იტალია? 22 წლის თავდამსხმელისთვის ბრძოლა გრძელდება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, „ბრიუგეს“ თავდამსხმელის, ნიკოლო ტრესოლდის ეროვნულ გუნდში მიწვევის პერსპექტივაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებას იტალიასთან ერთად გერმანიაც ცდილობს, თავად მოთამაშეს კი არგენტინის ნაკრებში ასპარეზობის შესაძლებლობაც აქვს.

როგორც ესპანური გამოცემა Marca წერს, ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე 22 წლის ტრესოლდი მიმდინარე სანაკრებო პაუზის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელია. ტრესოლდიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, მათ შორის ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე. ბუნებრივია, მისმა თამაშმა რამდენიმე ეროვნული ნაკრების ყურადღება მიიპყრო.

„ტრესოლდის მე და კლაუდიო რანიერიც ვესაუბრეთ. ფეხბურთელმა თავად უნდა გამოთქვას იტალიის ნაკრებში თამაშის სურვილი. ის იტალიაშია დაბადებული და მამამისიც იტალიელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი გადაბირების შანსი გვაქვს“ - რობერტო მანჩინი

აღსანიშნავია, რომ ტრესოლდი ბავშვობიდან „მილანის“ გულშემატკივარია, ეს ფაქტი რამდენად დაეხმარება მანჩინის გუნდს ჯერ-ჯერობით უცნობია.

„ვცდილობთ, იტალიის ნაკრებში მოვიწვიოთ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, შევძელით პალმას გადაბირებაც, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მცველის ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს“ - რობერტო მანჩინი

ახალგაზრდა ფორვარდის გადაბირებას გერმანიაც აქტიურად ცდილობს. ფეხბურთელის დარწმუნებაზე იურგენ კლოპიც მუშაობს, შეგახსენებთ, რომ ტრესოლდი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში ირიცხებოდა. 

სხვა სტატიები