Belive

მილანი - ნაპოლი: სავარაუდო შემადგენლობები

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

12 აპრილს, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მილანს" დაუპირისპირდება.

22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდი აღნიშნულ შეხვედრას საგრძნობი დანაკლისით და გუნდის ორი ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის და ჯოვანი სიმეონეს გარეშე შეხვდება.

ცენტრალური ფორვარდის და მთავარი ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე იქნება "მილანიც", რომელსაც ორმატჩიანი დუელის პირველ ნაწილში შვედი შემტევი ვერ დაეხმარება.

ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიურ მედიაში აქტიურად განიხილებოდა ორივე გუნდის სავარაუდო შემადგენლობა, მას შემდეგ კი რაც გუნდებმა სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნეს და მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, ნეაპოლურმა გამოცემა areanapoli.it-მა ყველაზე მეტად სავარაუდო თერთმეტეულები შემოგვთავაზა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

"მილანი": მენიო - კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო ერნანდესი - ტონალი, კრუნიჩი - დიასი, ბენასერი, ლეაო - ჟირუ. (4-2-3-1).

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ზიელინსკი - პოლიტანო (ლოზანო), რასპადორი (ელმასი), კვარაცხელია. (4-3-3).

“მილანისა” და "ნაპოლის" პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები