Belive

მესიმ MLS-ში იბრაჰიმოვიჩის რეკორდი მოხსნა

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიონელ მესი MLS-ში ისტორიის წერას აგრძელებს. არგენტინელმა ლეგენდარული შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკან მოიტოვა. ატლანტა იუნაიტედთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში, მესიმ დუბლი შეასრულა, რითაც სეზონში მეცხრე მრავალგოლიანი (1-ზე მეტი გოლი) მატჩი ჩაატარა - ეს ახალი რეკორდია MLS-ში.

მესიმ დუბლით სულ 26 გოლი დააგროვა, რაც მას საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტად აქცევს. ის ორი გოლით უსწრებს დენის ბუანგას და ფავორიტია საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეც. წარმატების შემთხვევაში, ის გახდება პირველი მოთამაშე, რომელიც MVP-ის ჯილდოს ზედიზედ 2-ჯერ მიიღებს.

მესიმ 2025 წლის სეზონში სულ 45 საგოლე მოქმედება შეასრულა (26 გოლი და 19 ასისტი), ეს მხოლოდ კარლოს ველას შედეგს ჩამორჩება (2019 წელს - 49 საგოლე მოქმედება). ინტერ მაიამი უკვე პლეი ოფშია, ისინი რეგულარულ სეზონს შაბათს, ნეშვილთან მატჩით დაასრულებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მესიმ ერთ სეზონში გატანილი დუბლების რაოდენობით (9) იბრაჰიმოვიჩს გაუსწრო. ლოს-ანჯელეს გალაქსის ყოფილი ფორვარდი მათ შორისაა, ვისაც ეს 8-ჯერ აქვს გაკეთებული: თავად ზლატანი (2019 წელი), სტერნ ჯონი - კოლამბუს კრიუს შემადგენლობაში (1998 წელი) და მამადუ დიალო - ტამპა ბეის შემადგენლობაში (2000 წელი).

სხვა სტატიები