Belive

ჩელსიმ დედლაინად პარასკევი აიღო | ენცო ფერნანდესის ბედი მომავალ 48 საათში გადაწყდება

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ სიტი მზადაა სატრანსფერო ბაზარი ააფეთქოს და მორიგი ვარსკვლავი იყიდოს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ქალაქელები“ სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ლონდონის ჩელსის არგენტინელი ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის შეძენით. ლონდონელები თავიანთ ვარსკვლავს 120 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებენ, თუმცა „სიტი“ ამ თანხის უდიდესი ნაწილის დაფარვას ორი საკვანძო ფეხბურთელის გაყიდვით გეგმავს.

ფერნანდესის ტრანსფერისთვის, სიტიმ დიდი ალბათობით გუნდიდან როდრისა და ტიჯანი რეინდერსს გაუშვებს. ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი, როდრი, დიდი ხანია ბარსელონას ინტერესის სფეროშია და კატალონიელები კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს სიტისთან მას შემდეგ, რაც მათი მეორე ოფიციალური წინადადება უარყოფილი იქნა. რაც შეეხება ნიდერლანდელ რეინდერსს, მისით საუდის არაბეთის ალ-კადისია არის დაინტერესებული და მხარეები მოლაპარაკებების მოწინავე ეტაპზე იმყოფებიან.

თავის მხრივ, ჩელსიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა და კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ენცო ფერნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო მოლაპარაკებები და ცნობების ვადა 14 აგვისტოს დღის ბოლოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენცო ჩელსიში დარჩება და ტრანსფერზე საუბარს არავისთან აღარ გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ სიტის ახალი მთავარი მწვრთნელი - ენცო მარესკა, კარგად იცნობს ენცოს ჩელსიში ერთობლივი მუშაობის პერიოდიდან და მასთან კვლავ თანამშრომლობა სურს. თუმცა, სიტის მოქმედება სწრაფად მოუწევს, რადგან ჩელსის მიერ დაწესებული 120-მილიონიანი ფასი მხოლოდ პარასკევს, 17:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) არის ძალაში. წინ უმნიშვნელოვანესი ორი დღეა, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესი ჩელსიში 2022/2023 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც მან 169 მატჩი გამართა და 31 გოლის გატანასთან ერთად, 30 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მან ჩელსისთან ერთად კონფერენს ლიგა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები