Belive

​მიკელ არტეტა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელი, მიკელ არტეტა დასახელდა.

იანვრის თვეში, "არსენალმა" ინგლისის პრემიერ ლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა: "ნიუკასლის" წინააღმდეგ ფრედ ითამაშა (0:0), პრინციპულ მეტოქე ლონდონის "ტოტენჰემს" 2014 წლის შემდეგ პირველად სძლია სტუმრად (2:3) და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა (3:2)

აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო ესპანელმა სპეციალისტმა ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში მესამედ, კარიერაში კი მეხუთედ მოიგო.

ამ მომენტისთვის ლონდონის "არსენალს" ინგლისური ფეხბურთის ელიტაში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში სარეკორდო შედეგია.

ამ მომენტისთვის, 19 ჩატარებული მატჩის შემდეგ "მეთოფეებს" 50 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ, ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" 5 ქულით უსწრებენ. თანაც, "ქალაქელებთან" შედარებით დედაქალაქელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

სხვა სტატიები