Belive

ევერტონს 12 ქულის დაკლება ემუქრება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ევერტონს" 12 ქულის დაკლება ემუქრება. ბრიტანულ მედიაში წერენ, რომ ამის მიზეზი ფინანსური წესების დარღვევაა.

მერსისაიდელების დასჯის ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ ლიგამ კლუბის საქმე დამოუკიდებელ კომისიას გადასცა. Daily Telegraph-ის ცნობით, თავად პრემიერ ლიგამ მოითხოვა, რომ კლუბისთვის 12 ქულა დაეკლოთ. კონკრეტული ბრალდებები ჯერ არ არსებობს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ საქმე გადასახედებს ეხება.

"ევერტონი", რბილად რომ ვთქვათ, ცუდ დღეშია, გარდა ამ სკანდალისა, შონ დაიჩის გუნდს არც ისე კარგი შედეგები აქვს. 9 ტურის შემდეგ ლივერპულურ კლუბს მხოლოდ 7 ქულა აქვს. "კანფეტები" ბოლო 5 შეხვედრიდან სამში დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ "ევერტონი" გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები