Belive

ლივერპულმა ჯოვანი ლეონის სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა 18 წლის ცენტრალური მცველის, ჯოვანი ლეონის ტრანსფერი ფაქტობრივად გააოფიციალურა. კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ლეონი ლივერპულში გაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, სამედიცინო შემოწმება უახლოეს საათებში შედგება და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ლეონი კონტრაქტს გააფორმებს.

ინგლისურ და იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულმა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაიხადა.

სხვა სტატიები