Belive

"მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ" - თემურ ქეცბაია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:

მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომელიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.

მადლობა გულშემატკივარს, ასეთი მხარდაჭერისთვის

წარმატებები ჩვენ ქვეყანას! - თემურ ქეცბაია

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იყო, სადაც თურქეთთან 3:1 დამარცხდა, ჩეხეთთან ფრედ 1:1 ითამაშა და პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო. ჯგუფში ჩვენმა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და 1/8-ფინალის საგზური მე-3 ადგილით მოიპოვა, მომდევნო ეტაპზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები