Belive

მეცმა კლერმონს მიქაუტაძის გოლით მოუგო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "მეცმა" საკუთარ მოედანზე "კლერმონს" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, 33-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. მიქაუტაძე მატჩის მე-4 დამატებულ წუთზე, დროის გაყვანის მიზნით შეიცვალა. ქართველმა პორტალებისგან sofascore და whoscored საშუალოზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, შესაბამისად (7.0 და 6.6).

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ ზედიზედ 3 მატჩში შეძლო გოლის გატანა, ჯერ "ლიონთან", სადაც მისმა გოლმა მეცი წაგებისგან ვერ იხსნა, შემდეგ "ნანტთან" ასევე პენალტით, იმ შეხვედრაში გიორგის საგოლე გადაცემაც ჰქონდა, ახლა უკვე ქართველმა კლერმონის კარის აღებაც შეძლო. წინა წლის აგვისტოში, მიქაუტაძემ "აიაქსში" გადასვლამდეც გაუტანა კლერმონს.

ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 5 გოლია, მეცი კი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. 25 ტურის შემდეგ, მეცს სულ რაღაც 23 ქულა აქვს და ჩემპიონატის ბოლოსწინა ადგილზეა.

სხვა სტატიები