Belive

მიქაუტაძე აპრილის თვის საუკეთესო გოლის ავტორობისთვის იბრძვის

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ აპრილის თვის საუკეთესო გოლი გამოავლინონ. ნომინანტთა შორის "მეცის" ქართველი ვარსკვლავის - გიორგი მიქაუტაძის გოლიცაა, რომელიც მან "ლანსის" წინააღმდეგ გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, აპრილის თვის საუკეთესო გოლის ავტორობისთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძვიან: პრჟემისლავ ფრანკოვსკი ("ლანსი"), კრისტიან კასერესი ("ტულუზი"), კილიან მბაპე ("პსჟ") ფარის მუმბაგნა ("მარსელი").

გიორგი მიქაუტაძისთვის ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი. შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ 11 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.


სხვა სტატიები