Belive

მეცის მწვრთნელი: "ქარის საწინააღმდეგოდ ვერ ვივლით - თუ შემოთავაზება მოვა მიქაუტაძეს გავუშვებთ"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მეცის" მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და მისი გუნდიდან პოტენციური წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ჩემს თავს ვეუბნები, რომ გიორგი მიქაუტაძე "რენს" გაუტანს (ლიგა 1-ის სეზონის პირველ მატს "მეცი" "რენის" წინააღმდეგ გამართავს). 

სერიოზულად, ამაზე არ ვფიქრობ. ქარის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებ. თუ არის შემოთავაზების პაკეტი, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობისთვის საინტერესო იქნება, ისინი ამაზე უარს ვერ იტყვიან.

მე მესმის მენეჯერების და ვენდობი მათ. ამის შემდეგ, ჩემი მოვალეობაა მოვემზადო სეზონისთვის გრძელი სატრანსფერო ფანჯრის უხერხულობის და გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიძლება მიიღონ", - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა.

22 წლის ქართველმა ფორვარდმა 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ”მეცის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ევროპის ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენელი არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, ტურინის “იუვენტუსის”, თუმცა ყველაზე რეალური მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ “ბარნლიში” გადაბარგებაა.

სხვა სტატიები