Belive

შოთა არველაძე: ,,მიქაუტაძე ლუის სუარესს ჰგავს''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ,,აიაქსში'' გადასვლას უახლოვდება. ამსტერდამული გუნდის ყოფილ ფეხბურთელი, შოთა არველაძე, De Telegraaf-თან საუბრისას განმარტავს თუ რატომ სჭირდება ,,აიაქსს'' ის:

,,აიაქსს გოლები სჭირდება, მიქაუტაძე კი გუნდს სწორედ ამას მოუტანს, რადგან ის ჭკვიანი ფეხბურთელია. გიორგი ამ მხრივ ლუის სუარესს ჰგავს და ყველამ კარგად იცის, როგორ შეეფერებოდა ურუგვაელი ამ გუნდს. ვფიქრობ, ჟორჟს შეუძლია, იგივეს მიაღწიოს.

 

მნიშვნელობა არ აქვს, უმაღლეს დონეზე თამაშობ თუ მეორე დივიზიონში - თუ ყოველ სეზონში 20-25 გოლს იტან, ესე იგი, კარგი თავდამსხმელი ხარ. რეალურად, ზოგჯერ გოლის გატანა დაბალ დონეზე უფრო რთულია.''

ფრანგული მედიის ცნობით, 22 წლის ფორვარდი ,,აიაქსთან'' 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ,,მეცი'' კი მის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე ,,მეცის'' მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები