Belive

"მეცის მხარდამჭერები მიქაუტაძეს ხელგაშლილები მიესალმებოდნენ" - Republicain-lorrain

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული გამოცემა Republicain-lorrain გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამის "აიაქსში" ასპარეზობას გამოეხმაურა და თუკი ქართველი გადაწყვეტს მეცში გადასვლას, ფრანგული კლუბის მხარდამჭერები მას ხელგაშლილები მიესალმებოდნენ.

გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" აგვისტოში გადავიდა და დღემდე 232 წუთი ითამაშა. საერთო ჯამში, მეცის ყოფილი თავდამსხმელი ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩებში სექტემბრის დასაწყისიდან მხოლოდ ექვსჯერ გამოვიდა და მხოლოდ ორი მატჩი დაიწყო ძირითადში, შვიდჯერ კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა თამაშში მონაწილეობის გარეშე. ევროპა ლიგაზე 23 წლის ფეხბურთელმა ხუთ მატჩში მხოლოდ ბრაიტონთან ითამაშა ისიც 12 წუთი.

მაშ, რატომაც არა, დაბრუნდეს გიორგი ამ ზამთარში იჯარის სახით მეცში, მას მეცის მხარდამჭერები ხელგაშლილები მიესალმებოდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ბერნარ სერინი ელოდება გიორგი მიქაუტაძეს.

წყარო: Republicain-lorrain

სხვა სტატიები