Belive

მეტი ქეში: "კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის პირველ დაპირისპირებაში, "პსჟ"-მ "ასტონ ვილა" დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გრანდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. ქართველმა შემტევმა თავი ულამაზესი გოლითა და სანახაობრივი მატჩით გამოიჩინა, შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ასტონ ვილას" მარჯვენა მცველმა - მეტი ქეშმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ გაუჭირდა.

"მძიმე მატჩი გამოდგა, მიუხედავად კარგი სტარტისა, სამწუხაროდ მეტოქის წნეხმა ძალიან დაგვასუსტა რაც შედეგზე აისახა. სამწუხარო გოლი გავუშვით.

გასახდელში მწვრთნელმა გვითხრა, რომ ეს მხოლოდ ერთი თამაში იყო. სახლში ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ და შეგვიძლია ორი-სამი გოლის გატანა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქეა, ვის წინააღმდეგაც მითამაშია..." - მეტი ქეში

"ასტონ ვილასა" და "პსჟ"-ს 1/4-ფინალური საპასუხო მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები