"მეტი პატივისცემა მართებთ" - ბენფიკას მწვრთნელი ფერნანდესის ტრანსფერზე
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ენცო ფერნანდესის ტრანსფერი სპორტული მედია საშუალებების განხილვის მთავარი თემაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ენცო ფერნანდესის ტრანსფერით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება, თუმცა "არისტოკრატებს" კოლოსალური გამოსასყიდი თანხის გადახდა არ სურთ. ლონდონური კლუბის მესვეურები "ბენფიკასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ენცო ფერნანდესის ტრანსფერში სასურველი თანხა გადაიხადონ.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, პორტუგალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი - როჯერ შმიდტი გამოეხმაურა. შმიდტის სიტყვებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ციტირებს.
"ენცო ფერნანდესის გაყიდვა არ გვსურს. არსებობს ერთი კლუბი, რომელიც მისი შეძენით ინტერესდება, მაგრამ €120 მილიონიანი გამოსასყიდის გადახდაზე უარს ამბობს. ისინი ფეხბურთელს აიმედებენ.
მეტი პატივისცემის გამოჩენა მართებთ - ფეხბურთელს აგიჟებენ. ისინი თავს გვაჩვენებენ, თითქოს გამოსასყიდის გადახდაზე თანახმა არიან და შემდეგ მოლაპარაკებებს გვთავაზობენ".
Benfica coach Schmidt: "We don't want to sell Enzo. There's a club that wants him, tempted him but they know the only way is €120m clause" 🚨🚨🇦🇷 #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 5, 2023
"They’re disrespectful, they’re leaving the player crazy. They acted like they wanted to pay clause... then want to negotiate". pic.twitter.com/3zZ68AD5gQ
Benfica head coach Roger Schmidt on Enzo Fernández deal and Chelsea’s bid rejected 🔵 #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 5, 2023
“It’s disrespectful for all of us, I can’t accept what they are doing” 🎥⤵️https://t.co/3uvYZ93iTC