Belive

ESPN-მა პრემიერლიგის სეზონის ყველაზე ცუდი თერთმეტეული დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-მა პრემიერლიგის 2022-2023 წლების სეზონი შეაჯამა და იმ ფეხბურთელებისგან შედგენილი თერთმეტეული დაასახელა, რომლებმაც წელს თავი ვერ გამოიჩინეს.

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 3 მოთამაშე ლონდონის ,,ჩელსიდანაა'':

მეკარე - ილან მელიე (ლიდსი)

მცველები - კლემან ლენგლე (ტოტენჰემი), ლიანკო ვოინოვიჩი (საუთჰემპტონი), ჰარი მაგუაიერი (მან. იუნაიტედი), მარკ კუკურელია (ჩელსი)

ახევარმცველები - კელვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), ჯონჯო შელვი (ნოტინგემ ფორესტი), სტიუარტ არმსტრონგი (საუთჰემპტონი), კაი ჰავერცი (ჩელსი)

თავდამსხმელები - რიშარლისონი (ტოტენჰემი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ჩელსი).

მომავალ სეზონში პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე ,,მანჩესტერ სიტი”, ,,არსენალი”, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ნიუკასლი” იასპარეზებენ, ევროპა ლიგაზე – ,,ლივერპული” და ,,ბრაიტონი”, ,,კონფერენს ლიგაზე” კი – ,,ასტონ ვილა”. ჩემპიონშიფში ,,ლესტერი'', ,,ლიდს იუნაიტედი'' და ,,საუთჰემპტონი'' დაქვეითდნენ.

სხვა სტატიები