ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი ცნობილია
ჰაკიმ ზიეჩი "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, მცირედი გაუგებრობის გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. საქმე იმაშია, რომ მაროკოელის ამჟამინდელმა გუნდმა, "ჩელსიმ" არასწორი საბუთები გააგზავნა, თანაც, სამჯერ.
იჯარაზე კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული იყო და ჰაკიმი პარიზშიც კი იყო ჩასული სამედიცინო შემოწმების გასავლელად. თუმცა, ყველასაგან მოულოდნელად მაროკოელის კარიერა პარიზულ კლუბში არ გაგრძელდა. როგორც ფრანგული წყაროები იტყობინებიან, ლონდონელებმა არასწორი საბუთები სამჯერ გააგზავნეს.
‼️🚨 Chelsea sent the wrong documents for the Hakim Ziyech deal 3 times! PSG will appeal this tomorrow morning in view of the attitude from the English club, reports @bruno_salomon.
— EuroFoot (@eurofootcom) January 31, 2023
ფაბრიციო რომანოს თქმით, როდესაც საჭირო დოკუმენტაცია პარიზში ჩავიდა, უკვე ძალიან გვიანი იყო და კონტრაქტის რეგისტრაცია შეუძლებელი იყო.
სამშაბათს, 23:42 საათზე რომანომ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეწყვეტილია და "პსჟ" საფრანგეთის ფეხბურთის მმართველ ორგანოში აპელაციისთვის ემზადებოდა.
More on Hakim Ziyech. PSG have an appeal ready to LFP — but contracts are not validated as things stand after Chelsea and PSG exchanged docs. 🚨⚠️🇲🇦 #DeadlineDay
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 31, 2023
Deal currently off. pic.twitter.com/CxT1xujMht
"ჩელსიმ" ზიეჩი 2020 წელს 33 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. "აიაქსის" ყოფილ ფეხბურთელს მარტის შემდეგ კლუბში გოლი არ გაუტანია. მაროკოელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და აქედან 4-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.