Belive

მესუთ იოზილი: "ამ მომენტში რუდიგერი მსოფლიოში საუკეთესო მცველია"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა მადრიდელთა მცველი ანტონიო რუდიგერი შეაქო. მეტიც, გერმანელმა თავის თანამემამულეს მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.

რუდიგერი თავისი ფორმის პიკშია და ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო მცველია. "რეალ მადრიდს" გასაოცარი სეზონი აქვს. იგივე შეგიძლიათ ჰოლანდს ან ოსიმენს ჰკითხოთ და გეტყვიან თუ რამდენად კარგია. შეხედეთ რა მოუვიდა "ჩელსის", როცა მან კლუბი დატოვა. მათ რუდიგერის მენტალიტეტი ძალიან აკლიათ. - განაცხადა იოზილმა

გერმანელ მცველს "სანტიაგო ბერნაბეუზე" კარგი სეზონი აქვს. გასულ ღამეს "მალიორკას" წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და მისი გუნდი ცხრილი სათავეში დატოვა. შეგახსენებთ, რომ რუდიგერი მადრიდში "ჩელსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

"რეალი" მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 48 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე, ასევე 48 ქულით "ჟირონაა", ხოლო "ატლეტიკო" და "ბარსელონა" მე-3 და მე-4 ადგილს ინაწილებენ.

სხვა სტატიები