Belive

კევინ დე ბრუინი ბელგიის ნაკრების დიდების დარბაზში შევიდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ნაკრებში 100 შეხვედრის ჩატარების აღსანიშნავად, კევინ დე ბრუინი დიდების დარბაზში შევიდა. "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის ფეხის ანაბეჭდი დიდების ხეივანში სამუდამოდ დარჩება.

კევინი მე-11 ფეხბურთელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია. ბელგიის ნაკრების დიდების დარბაზი ასე გამოიყურება: ტიბო კურტუა, ედენ აზარი, ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი, რომელუ ლუკაკუ, დრის მერტენსი, ჯენის კაიმანი, ალინ ზელერი, ტესა ვულაერტი და დავინა ფილტჯენსი.

კევინ დე ბრუინს ბელგიის მაისურით 105 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ დროის განმავლობაში 33 წლის ნახევარმცველმა 28 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები