Belive

მესისა და რონალდუს გარეშე - ბენზემას ოცნების თერთმეტეული

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ იტიჰადის'' თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას, ოცნების თერთმეტეულის დასახელება სთხოვეს.

,,ოქროს ბურთის'' მფლობელმა სიმბოლურ თერთმეტეულში, საკუთარ თავთან ერთად, ყოფილი თანაგუნდელებიდან მარსელო, სერხიო რამოსი, პეპე, კლოდ მაკელელე და პოლ პოგბა შეიყვანა:

  • მანუელ ნოიერი

  • სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, დანი ალვეში

  • პოლ პოგბა, კლოდ მაკელელე, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო

  • რონალდო, ბენზემა

მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ,,ალ იტიჰადის'' მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები