Belive

,,ერთხელ მესის ისე დავეჯახე, მეგონა, 3 მეტრით გადავარდებოდა, თუმცა 1 სანტიმეტრითაც არ განძრეულა'' - დე ხეა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ლეო მესისთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა:

,,ერთხელ მესის მხრით ძალიან ძლიერად დავეჯახე, მეგონა, რომ 3 მეტრით გადავარდებოდა. ატლეტიკოში ვთამაშობდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ასე მოედანზე ჩემს ყოფნას ვაგრძნობინებდი. გეფიცებით, დარტყმა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ 1 სანტიმეტრითაც არ განძრეულა, თითქოს, მარმარილოს სხეული ჰქონდა...

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ როგორ აქცევდა ის, ისევე როგორც რონალდუ, ყურადღებას თავისი კარიერის თითოეულ დეტალს. მისი ცხოვრება მხოლოდ თამაშზეა ორიენტირებული. მესი დაბალია, მაგრამ წარმოუდგენელი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. ამ ყველაფერში მენტალიტეტიც გეხმარება.

სწორედ ამიტომ, მინდა, ვნახო, შეძლებს თუ არა ვინმე მათ დონეს მიაღწიოს, ოღონდ, არა 1 ან 2 სეზონით, არამედ 20 წლის განმავლობაში...'' - დავიდ დე ხეა

გასული წლის აგვისტოში დე ხეა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფიორენტინას შეუერთდა. ესპანელმა მეკარემ 31 მაისს ფლორენციულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

სხვა სტატიები