მესის წასვლის შემდეგ, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველად ითამაშებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონა" ლეო მესის წასვლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან. ხავის გუნდმა ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში "პორტუ" მიიღო და მეტოქე ანგარიშით (2:1) დაამარცხა, მოპოვებული 3 ქულით ბარსამ მერვედფინალში ადგილი გაინაღდა.
ბოლოს "ბლაუგრანა" პლეი ოფში 2020/21 წლების სეზონში გავიდა, მერვედფინალში კი პსჟ-სთან გამოვარდა (1:4, 1:1). ამის შემდეგ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე ჩავარდნა დაეწყო და ზედიზედ 2 სეზონის განმავლობაში ჯგუფში მესამე ადგილს იკავებდა, ევროპის ლიგაზე გადადიოდა და იქაც წარუმატებლად თამაშობდა.
ლეო მესი პსჟ-ს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.