რონალდუმ მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე გატანილი გოლებით მესის გადაასწრო
კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით, ლიონელ მესის კიდევ ერთხელ გადაასწრო.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სომხეთის წინააღმდეგ (5:0) დუბლი შეასრულა. რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე 38 გოლი აქვს გატანილი, ამგვარად ის ისევ წინაა მესისთან შედარებით (36 გოლი), რომელმაც პარასკევს ვენესუელასთან (3:0) მატჩში 2 გოლი გაიტანა.
საერთო ჯამში, რონალდუ მუნდიალის საკვალიფიკაციოზე გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება გვატემალელ კარლოს რუისს (39).
სიაში მეოთხე ადგილზეა ირანელი ალი დაეი (35), ხოლო მეხუთეზე - პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი (31).
Guatemalan football royalty Carlos “El Pescadito” Ruiz still holds the record for most goals in World Cup Qualifiers… but Ronaldo & Messi are closing in! 👀🔥
— DAZN Football (@DAZNFootball) September 6, 2025
GAME ON | All Season Long | https://t.co/i0K4eUu4lJ pic.twitter.com/L0K1oVsEJv