Belive

მესის მატჩზე დასწრება 4 დოლარად? მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ბილეთების ფასი მკვეთრად შემცირდა

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფამ მაიამის კოლეჯის სტუდენტებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ბილეთებზე ფასდაკლებები შესთავაზა. ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.

პირველ ტურში ლეო მესის ინტერ მაიამი Hard Rock Stadium-ზე ეგვიპტურ ალ აჰლის შეხვდება. მატჩის ათიათასობით ბილეთი ჯერ კიდევ არ გაყიდულა, რის გამოც ფიფა იძულებული გახდა ფასები შეემცირებინა.

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები ბილეთებს Miami Dade-ს კოლეჯის ელექტრონული ფოსტით შეიძენენ, მხოლოდ 20 დოლარს გადაიხდიან და დამატებით საჩუქრად 4 ბილეთს მიიღებენ, რაც იმას ნიშნვას, რომ ბილეთის საშუალო ღირებულება სულ რაღაც 4 დოლარი გამოვა.

The Athletic იმასაც წერს, რომ Ticketmaster-ზე ინტერ მაიამისა და ალ აჰლის მატჩის ბილეთის ფასი 55 დოლარამდე დაეცა, როცა წილისყრის შემდეგ მინიმალური ფასი 349 დოლარი იყო.

პირველი 32-გუნდიანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება (ინტერ მაიამი).

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფები:

  • A ჯგუფი - პალმეირასი, პორტუ, ალ აჰლი, ინტერ მაიამი

  • B ჯგუფი - პსჟ, ატლეტიკო, ბოტაფოგო, სიეტლი

  • C ჯგუფი - ბაიერნი, ოკლენდ სიტი, ბოკა ხუნიორსი, ბენფიკა

  • D ჯგუფი - ფლამენგო, ესპერანსი, ჩელსი, ლოს ანჯელესი/ამერიკა

  • E ჯგუფი - რივერ პლეიტი, ურავა რედ დაიმონდსი, ინტერი, მონტერეი

  • F ჯგუფი - ფლუმინენსე, დორტმუნდი, ულსანი, მამელოდი სანდაუნსი

  • G ჯგუფი - მანჩესტერ სიტი, ვიდადი, ალ აინი, იუვენტუსი

  • H ჯგუფი - რეალი, ალ ჰილალი, პაჩუკა, ზალცბურგი

სხვა სტატიები