Belive

პსჟ-ს ფეხბურთელებს ოჯახის წევრების აშშ-ში ჩაყვანის უფლება მისცეს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის ენრიკესა და ლუიშ კამპუშის გადაწყვეტილებით, პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელებს აშშ-ში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს, ოჯახის წევრების ჩაყვანის უფლება ექნებათ. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იდეის მთავარი მოტივია, რომ პარიზული კლუბის მოთამაშეები მთელი დღის განმავლობაში სასტუმროში ,,გამოკეტილები'' არ იყვნენ.

ფეხბურთელებს შუა დღით თავისუფალი დრო ექნებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ გაისეირნონ ან საკუთარი საქმეებით დაკავდნენ.

პარი სენ ჟერმენი მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოსთან, ბოტაფოგოსთან და სიეტლ საუნდერსთან ერთად იასპარეზებს. კვარას გუნდი პირველ მატჩს კვირას, 16 ივნისს, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს.

პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.

ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება (ინტერ მაიამი).

View this post on Instagram

A post shared by Paris No Limit ♥ PSG (@parisnolimit)

სხვა სტატიები