მესის კიდევ ერთი რეკორდი | ის, რისი გამეორებაც ძალიან რთული იქნება
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა იორდანია 3:1 დაამარცხა.
მატჩში 30 წუთამდე ითამაშა ლეო მესიმ, რომელმაც ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მიმდინარე მუნდიალზე მე-6 გოლი გაიტანა (სულ მე-19).
არგენტინელმა გოლის გატანა მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში შეძლო, რაც ყველა დროის რეკორდია.
მესის დიდებული სერია 2022 წელს ავსრალიასთან დაიწყო, შემდეგ კი ნიდერლანდებთან, ხორვატიასთან, საფრანგეთთან (ფინალში), ალჟირთან, ავსტრიასთან და იორდანიასთან მატჩებში გაგრძელდა.
ლეომ ჟიუსტ ფონტენისა (1958 წელს) და ჟაირზინიოს (1970 წელს) რეკორდი გააუმჯობესა.
გარდა ამისა, მესიმ დღეს საჯარიმოს გარედან მუნდიალებზე მე-6 გოლი გაიტანა, რაც ასევე რეკორდია. ამ მხრივ არგენტინელმა რიველინოს აჯობა.
არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კაბო ვერდეს შეხვდება. მატჩი შაბათს, 4 ივლისს, 02:00 საათზეა ჩანიშნული.
💥🇦🇷 Lionel Messi breaks another record as he becomes the FIRST PLAYER EVER to score in 7 consecutive World Cup games.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 28, 2026
Perfect free kick. 🎨 pic.twitter.com/vgWxKSV6CW