მესის ინტერ მაიამი კონკაკაფის ჩემპიონთა თასიდან გამოვარდა
კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,მონტერეიმ'' ,,ინტერ მაიამის'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ორი მატჩის ჯამში მექსიკურმა გუნდმა მეტოქეს 5:2 მოუგო და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა.
დღევანდელ შეხვედრაში ,,ინტერ მაიამის'' ოთხივე მთავარმა ვარსკვლავმა - ლეო მესიმ, ლუის სუარესმა, სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს. მესიმ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ალბამ კი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი 78-ე წუთზე დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდული კლუბი 64-ე წუთისთვის უკვე 0:3-ს აგებდა, მთავარ მწვრთნელს, ტატა მარტინოს, არცერთი ცვლილება არ გამოუყენებია.
ნახევარფინალში ,,მონტერეის'' მეტოქე ,,კოლამბუს ქრიუ'' იქნება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 24 აპრილს გაიმართება.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ,,ლეონია'', რომელმაც შარშან ფინალში ,,ლოს ანჯელესს'' მოუგო.
The Highlights of the match ⚽@Rayados 🆚 @InterMiamiCF #ConcaChampions pic.twitter.com/VlTb08wMsT
— Concacaf Champions Cup (@TheChampions) April 11, 2024