Belive

მესის ძმა: "ბარსელონა პოპულარული ლეოს წყალობით გახდა - ლაპორტა უმადურია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის ძმამ, მატიას მესიმ Twitch-ის პირდაპირ ჩართვაში, რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ "ბარსელონა" სწორედ 7 ოქროს ბურთის მფლობელისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამსახურებით გახდა ცნობილი და პოპულარული კლუბი.

"ბარსელონა" ლეოს წყალობით გახდა ცნობილი. მათ შესახებ მანამდე არავინ იცოდა. ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წასულიყო ბარსელონაში, ისინი აუცილებლად ნახულობდნენ მუზეუმს, მუზეუმს, რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს მუზეუმი არის - ლეო.

ჩვენ დაბრუნებას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბში დიდი წმენდა იქნება, მათ შორის კლუბს ჟოან ლაპორტა დატოვებს, რომელიც უმადურია იმ ყველაფრის გამო, რაც ლეომ "ბარსას" მისცა", - თქვა მატიას მესიმ.

35 წლის ლიონელ მესიმ, რომელიც 12 წლის შემდეგ "ლა მასიას" აკადემიაში იზრდებოდა და კლუბის მთავარ გუნდში პირველად 17 წლის ასაკში ითამაშა, "ბარსაში" 21 წელი გაატარა, ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა და 10 ლა ლიგა. კლუბის მაისურით მან 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა და 216 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები