Belive

პსჟ კოლო მუანის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტს იხდის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენი'' ,,აინტრახტის'' თავდამსხმელის, რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობს.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზული გუნდი მზადაა, 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

როგოც RMC Sport-ი წერს, ,,პსჟ-მ'' თავდამსხმელთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, თუმცა ,,აინტრახტს'' ტრანსფერში 80-90 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

კოლო მუანიმ გასულ სეზონში ფრანკფურტული კლუბის მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები