Belive

ენტონი გორდონი: "ბარსელონა საუკეთესო გუნდია, ვისთანაც აქამდე გვითამაშია"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო. ნიუკასლის წინააღმდეგ სტუმრად ჩასულ კატალონიელებს მარკუს რაშფორდმა მოაგებინა (1:2).

მატჩის დასრულების შემდეგ, ნიუკასლის შემტევმა - ენტონო გორდონმა, საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბარსელონა ძალიან საინტერესო და საუკეთესო კლუბია, ვისთანაც უთამაშია.

"ჩვენ არ ვართ მიჩვეულები იმ მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშს, რომლებიც ბურთს ასე იჭერენ. ჩელსისა და სიტის წინააღმდეგაც გვითამაშია, მაგრამ ისინი ასეთები არასდროს ყოფილან.

ჩემთვის მათი თამაშის კონტროლის მეთოდი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ამ მხრივ, ისინი საუკეთესოები იყვნენ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - ენტონი გორდონი

ბარსელონა შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს საკუთარ კედლებში, პსჟ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი 3 შეხვედრა ლა ლიგაში ელოდება.

სხვა სტატიები