პოპულარულმა საფეხბურთო სიმულატორმა FIFA21- მა გულშემატკივრის დახამარებით წლის საუკეთესო გუნდის შედგენა სცადა, რომლის შედეგების გამოვლენის შემდეგაც, საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრილი ფეხბურთელებისთვის სპეციალური ბარათები შეიქმნება და თამაშის მოყვარულებს მათი გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
ბოლო 12 თვის რჩეულ ფეხბურთელთა გამოვლენაში მონაწილეობა თვით ბასტიან შვაინშტეიგერმაც მიიღო. მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ წლის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, თუმცა მასში ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუსთვის ადგილი არ მოიძებნა.
36 წლის გერმანელის მიერ შედგენილი საუკეთესო გუნდი ასეთია: მეკარე: მანუელ ნოიერი (მიუნხენის "ბაიერნი").
მცველები: სერხიო რამოსი (მადრიდის "რეალი"), ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული"), მარკინიოსი ("პსჟ").
ნახევარმცველები: რაფაელ გერეირო (დორტმუნდის "ბორუსია"), ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), ჯოშუა კიმიხი (მიუნხენის "ბაიერნი").
თავდამსხმელები: კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე "პსჟ"), რობერტ ლევანდოვსკი (მიუხენის "ბაიერნი").