რატომ ვერ გაიტანა მბაპემ ზედიზედ 2 პენალტი? - გუტის პასუხი
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელი, გუტი, მიიჩნევს, რომ კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანების შესრულება ისევ უნდა გააგრძელოს:
,,პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას პენალტების შესრულების შესახებ. ის ამ პასუხისმგებლობას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა - პსჟ-შიც, საფრანგეთის ნაკრებშიც და ახლა უკვე რეალშიც. და მიუხედავად ლივერპულთან გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, მან ისევ უნდა დაარტყას.
ბილბაოსთან შესრულებული პენალტი ლივერპულთან მატჩში დარტყმულს ჰგავდა - საშუალო სიმაღლე, რაც მეკარეს უპირატესობას აძლევს. ვფიქრობ, კილიანი ზედმეტად შლის ფეხს, რაც ნათლად აჩვენებს, სად აპირებს დარტყმას.'' - გუტი
მბაპეს კარიერის განმავლობაში სულ 57 თერთმეტმერიანი აქვს შესრულებული, რომელთაგან 45 გაიტანა.
მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
Ancien joueur du Real Madrid 🤍, Guti revient sur les penaltys de Kylian Mbappé :
— BeFootball (@_BeFootball) December 5, 2024
« J’applaudis la décision qu’il a prise de le tirer. 👏
𝗜𝗹 𝗹’𝗮 𝘁𝗼𝘂𝗷𝗼𝘂𝗿𝘀 𝗳𝗮𝗶𝘁. Ici, avec la France 🇫🇷 ou au Paris Saint-Germain, et même s’il a raté celui de Liverpool, s’il y en… pic.twitter.com/Tx344HVaLd