"მესის ბურთის კონტროლი ტელეფონის ჯიხურშიც შეუძლია" - მარტინ კიოუნი
პირველი 1/4-ფინალური წრე დასრულებულია და ერთი 1/2-ფინალური წყვილი უკვე ცნობილია. 13 დეკემბერს, ფინალის საგზურისთვის, ერთმანეთს არგენტინა და ხორვატია დაუპირისპირდებიან. ამ უკანასკნელმა შეძლო და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილია გამოთიშა ასპარეზობას.
რაც შეეხება არგენტინას. მათ ნიდერლანდელებთან ძალიან მძიმე ბრძოლა მოუწიათ. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც ლუი ვან გაალის ბიჭებმა თავი დიდად ვერ გამოიჩინეს. საბოლოოდ, 1/2-ფინალის საგზური არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა.
აღნიშნული მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა ლიონელ მესისთვის, რომელმაც მე-10 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე. ლეომ ამ შედეგით ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს ბატისტუტას გაუთანაბრდა.
Messi 🤝 Batistuta
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) December 9, 2022
Argentina's joint top all-time male goalscorers at the #FIFAWorldCup
გარდა გოლისა, ლეო საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. როგორც ყოველთვის, მისი შეჩერება მცველებს ძალიან უჭირდათ. "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ კიოუნმა ასეთი რამ განაცხადა:
"ნიდერლანდების მესის გასაჩერებლად 5 ფეხბურთელი ჰყავდა. მას ბურთის კონტროლი ტელეფონის ჯიხურშიც კი, შეუძლია."
Just Lionel Messi being Lionel Messi.
— Match of the Day (@BBCMOTD) December 9, 2022
Watch on @BBCiPlayer or @BBCOne, or listen on @BBCSounds 📺💻🎧#BBCFootball #BBCWorldCup pic.twitter.com/9uIcNCC2n2