შტუტგარტის ფორვარდმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"შტუტგარტისა" და გვინეის ნაკრების 27 წლის ფორვარდმა - სერუ გირასიმ, ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
ბუნდესლიგის ახალი 2023/2024 წლების სეზონის დაწყებიდან 7 ტურია გასული, ამ 7 ტურში კი შტუტგარტის 27 წლის გვინეელი ფორვარდის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია, რაც ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
აქამდე რეკორდი საწყის 7 ტურში 11 გატანილი გოლი იყო, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნოდა.
13 - Serhou Guirassy scored his 13th goal of the season, setting a new Bundesliga record - every other player had managed a maximum of 11 goals after seven matchdays of a BL season. GOALrassy. @Guirassy_19 pic.twitter.com/OFuw2PDLVi
— OptaFranz (@OptaFranz) October 7, 2023
გირასთან ერთად დიდებულ ფორმაში იმყოფება "შტუტგარტიც", რომელთა ანგარიშზეც 7 ტურის შემდეგ 18 ქულა, 22 გატანილი და 8 გაშვებული გოლია.
"შტუტგარტი" ბუნდესლიგის ახალ სეზონში მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ "ლევერკუზენს" 1 ქულით ჩამორჩება.