Belive

"ვინისიუსი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია" - ფლორენტინო პერესი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა. კერძოდ, პერესმა ყურადღბა როდრიგოსა და ვინისიუს ჟუნიორზე გაამახვილა. მადრიდელთა პრეზიდენტმა მისი ფეხბურთელები მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მეტიც, ვინისიუსს მის პოზიციაზე საუკეთესო უწოდა.

"მის პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიოში საუკეთსო ფეხბურთელია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკმეებს აკეთებენ. როდრიგო ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია და თანაც ძალიან ახალგზარდა. ის "რეალის" გულშემატკივრებს ბევრ ფანტასტიურ წელს აჩუქებს." - განაცხადა ფლორენტინ პერესმა.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსს" წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. 9 მაისს მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები