მესის ბოლო შანსი - არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-14 ტურის მატჩი გამართა, სადაც სკალონის შეგირდები ბრაზილიას დაუპირისპირდნენ და მატჩი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა. ამ მოპოვებული ქულით, არგენტინის ნაკრებს სატურნირო ცხრილში 29 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა. ამ ქულით არგენტინის ნაკრებმა ოფიციალურად მოიპოვა 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საგზური.
ეს ლეო მესის მორიგი და ბოლო შანსია, რომ კარიერა ტრიუმფით დაასრულოს და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულიც მოიპოვოს. მესის მსოფლიო ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი 2014 წელს ჰქონდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიას ეთამაშებოდნენ, თუმცა მარიო გიოტცეს 113-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, მსოფლიო ჩემპიონობა გერმანიამ იზეიმა. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი ლეო მესისთვის რიგით მეხუთე და უკანასკნელი იქნება.Argentina have qualified for the 2022 World Cup ✨ pic.twitter.com/EM1m9jUVqN — B/R Football (@brfootball) November 17, 2021