Belive

გრინვუდის მომავალი მანჩესტერში ბუნდოვანია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გათავისუფლების შემდეგ, მეისონ გრინვუდის მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედში" ბუნდოვანია.

როგორც ინგლისურ მედიაში იწერება ახალგაზრდა ფეხბურთელის შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა და ამის ფონზე ის საზღვარგარეთ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

21 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის არის ჩინეთიც.

კლუბთან კონტრაქტის მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედს" გრინვუდის საკითხზე მკაფიო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამჟამად, ინგლისელ ფორვარდს გუნდის რიგებში სათამაშო უფლება შეჩერებული აქვს.

The Mirror-ის ცნობით, თუ კლუბი მას არ დაიტოვებს მეისონს 4 ვარიანტი აქვს: გააგრძელოს კარიერა ევროპის სხვა ჩემპიონატში, წავიდეს MLS-ში, ჩინეთში ან ახლო აღმოსავლეთში.

შეგახსენებთ, რომ

მეისონ გრინვუდს ბრალი შეყვარებულზე ძალადობაში ედებოდა და დააკავეს კიდეც. თუმცა, თავისუფლების აღკვეთიდან 1 წლის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელს, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდება მოეხსნა.

სხვა სტატიები