Belive

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზიზუ საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება. თავდაპირველად ფრანგი სპეციალისტი თურქეთს, კერძოდ კი "ფენერბაჰჩეს: დაუკავშირეს. რამდენიმე საათის წინ დადასტურდა, რომ სტამბოლურ კლუბს დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს.

L'Équipe-ს ცნობით, ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში იმუშავებს. როგორც ფრანგული გამოცემა წერს, ზიზუ "ლე ბლეს" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი რეალ მადრიდში მუშაობდა. სამწლიანი მუშაობის პერიოდში ფრანგმა "სამეფო კლუბთან" ერთად 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 2 სუპერ თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ პერიოდში 'ზიზუ' საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დასახელდა.

სხვა სტატიები