Belive

მესიმ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

NBC-თან ინტერვიუში ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენების დასახელება სთხოვეს:

,,ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, ცხადია, ყველაზე დიდი კერპი ყოველთვის მარადონა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი და მისი ბევრი თამაში ცოცხლად არ მინახავს, დიეგომ ყველა ზღვარს გადააჭარბა.

სპორტის სხვა სახეობებიდან იმავეს თქმა შეგვიძლია მაიკლ ჯორდანზე. ასევე, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი როჯერ ფედერერით, რაფაელ ნადალითა და ნოვაკ ჯოკოვიჩით. კონკურენციამ ისინი წარმოუდგენელ სპორტსმენებად აქცია.

დარწმუნებული ვარ, ბევრი სპორტსმენი მავიწყდება, მაგრამ კიდევ ლებრონ ჯეიმსსა და სტეფ კარის გამოვყოფდი. ვფიქრობ, მათ კალათბურთს ძალიან ბევრი რამ შემატეს.'' - ლეო მესი

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ინტერ მაიამის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 39 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

მესის გუნდი მომავალ მატჩს 2 ნოემბერს, ნეშვილთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები