Belive

პარიზში მესის ბარსელონას მაისური და კაპიტნის სამკლავური მოიპარეს

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეებში პარიზში არსებულმა არეულობამ საფეხბურთო სამყაროზეც იმოქმედა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იპარავს ორი ადამიანი პარიზის ცენტრში მდებარე მაღაზიიდან, ლეო მესის ბარსელონას მაისურსა და კაპიტნის სამკლავურს. ქურდობა პარიზში, პარი სენ-ჟერმენსა და ბარსელონას შორის, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მოხდა. მოგეხსენებათ, ლეო მესის, კარიერაში, ორივე გუნდის მაისურით უთამაშია.

საფეხბურთო ნივთების ბაზარზე, მესის მიერ გამოყენებული და ხელმოწერილი ნივთები განსაკუთრებულად ძვირად ფასობს. 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინელის მიერ გამოყენებული ეროვნული ნაკრების ექვსი მაისური, ჯამში, ექვს მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა, რითაც ფეხბურთის სამახსოვრო ნივთების აუქციონზე, რეკორდი დამყარდა.

მოპარული ნივთების ღირებულება რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის იმ მატჩზე, რომელშიც მესიმ ეს მაისური მოირგო. აგრეთვე, ნივთების მდგომარეობასა და კოლექციონერებში მათზე არსებულ მოთხოვნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ზუსტი ფასის განსაზღვრა რთულია, თუ გაყიდვამდე ნივთების დაბრუნება ვერ მოხერხდა, მაისური და სამკლავური, შავ ბაზარზე, შესაძლოა, რამდენიმე ათას დოლარად გაიყიდოს.

სხვა სტატიები